Donnerstag, 24. Februar 2011

ანამედროვე პოეტების შემოქმედება

თურმე, კომპიუტერი
უყიდია მელიას.
უამისოდ, ტყეშიც კი
დღეს ცხოვრება ძნელია.

დადგა თავის სოროში,
ინტერნეტიც ჩართო და
ახლა დაღამებამდე
არ აკლია გართობა.

“ჩეთში” ესაუბრება
ლამაზ-ლამაზ ვარიკებს,
ზოგს სიყვარულს უხსნის და
ზოგსაც ჭკუას არიგებს.

გადმოწერა თამაში
“სუპერმელა ნადირობს” –
თაგუნიებს მინდორში
ბდღვირი უნდა ადინოს.

მონიტორის ცქერაში
სულ დაკარგა გონია,
“მაუსს” ისე დაჰყურებს,
მართლა თაგვი ჰგონია
ormagi-saxe.piczo.com

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen