Samstag, 23. April 2011

გაზაფხული მოვიდა.

გაზაფხული მოვიდა. ეზოში რომ ჩავდივარ, ან ეზოდან რომ ამოვდივარ, ტყემლების და ალუბლების ყვავილების სუნია.

Freitag, 22. April 2011

აღდგომის წინა დღე

დღეს აღდგომის წინა დღეა. გუშინ აღდგომის წინა დღის წინა დღე იყო, ანუ აღდგომის წინის წინა დღე. იმის წინ - აღდგომის წინის წინის წინა დღე ანუ წინა დღის წინა დღის წინა დღე იყო და ასე შემდეგ. სამაგიეროდ ხვალ აღდგომის წინა დღის წინა დღის წინა დღის მომდევნო დღის მომდევნო დღის მომდევნო დღეა ანუ აღდგომის წინის წინის წინა დღის  ხვალის ხვალის ხვალდღე ანუ ამ დღის ზეგის ხვალ დღეა. სხვანაირად - ხვალის ზეგ დღე. ხვალ აღდგომის წინის წინა დღის მომდევნოს მომდევნო დღეა და აღდგომის გუშინის ანუ დღეის ხვალაა. ანუ აღდომის გუშინდელი დღის, ანუ დღევანდელი დღის, ხვალინდელი დღეა  ხვალინდელი დღე. ანუ ხვალ აღდგომაა. 

Sonntag, 13. März 2011

მოხარშული კარტოფული

ჰმ
_ ზაზუნა ჩემო ზაზუნაა.
_ მასე არა, სახელებით არა, წინადადებები თქვი.
_ შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი.
ვან ტუ სრი fო.
 _ კიდე
 _ ფაიფ სიქს სევენ ეიგჰტ
_ ჰა?
_ ეიგჰტ
_ კიდე
_ნაინ ტენ
_ მასე არა, ახლა სხვა
_ ფან ჯუ ფრი ფო, არა ,ფან ჯუ ფრი, ფან ჯუ ფრი
_  შენ ნეტა რეებს შვები მანდ,
ე შენი პროფილი დაგანახა ახლა
 ე ახლა ფოტოაპარატი მჭირდება, მარა რა ადგება ახლა
 რამდენი ხანი მეძინა?
მესიჯს ვნახავ რამდენი ხანი მეძინა
 წამიშლია ის მესიჯი
კაი რაღაცა გაგახსენო?
ამდენი ხანი რას შვები
_ მიდი თქვი
ოღონ ნელა.
_ გახსოვს ზაზუნუშკასთან იგი რო ვნახეთ
კაი რა ამდენი ხანი მაგას კრებ?
_ჰო
მოიცა გაჩერდი
ჰე მიდი
 _ რა ერქვა იმ კაცს?
_ მოიცა გაჩე
_ დედა არ მეთქვა
_ჰე მიდი
 _ რო იძახოდა მთელი დღე ვალნავაცა პეტკეჩე
 _ ააააააააააააა _ მე.
_ გითხრა როგორ გავიხსენე?
_ჰე მოიცა
_ვალნავაცა პეტკეჩე
_ ვა ზაზუნიკო
_ გამარჯობა
 _გითხრა ზაზუნამ რა ხდებოდა?


მოკლედ ძაან ჩქარა ლაპარაკობენ , ვერ ვასწრებ ჩაწერას, ეეჰ. ფინანსური მაქინაციები არა ისა.

ეეეეჰ ძაან ცუდ ამბავზე ლაპარაკობენ.
 არც მინდა გახსენება.

მირჩევნია გააგრძელოს ნათიამ
_ შენ რას წერ ამდენს?
_შეცდომებს
შეცდომებიან იმას ტექსტს ხანჯლად გაგიტარებიაა

მიდი ნათი თქვი ცუდად ვარ აგრძელებს ეს ზაზუნიკო და ახლა მე მომმართავს. ვაიმე დედა. ნათიას არ უნდა მოვასწრებინო ფიქრი
უი უკვე მოასწრო მგონი , ჰე ჩქარა.
_მიდი
_არ გეტყვიო და უზდელი სიტყვა მითხრა.,
_ ჰე
_ არა
_ ჰა ჰა ჰა
_ მიდი
_ თავს აქნევს
_მიდი
_ ჰ
_ თქვი
_მიდი
_ ე თქვი თორე დაგირეკავ
გავუგზავნი ახლა მესიჯს
ფუ შენი მპასუხობს
_ გოგო ჩემი ტელეფონი მანდაა
ეეე მაგთიფიქსზე დარეკა
მე მესიჯი გავუგზავნე კიდე თქვი, თორე ახლოს მოვალ-მეთქი და მერე კიდე - გცემ -მეთქი.
Hey, you look concerned. What's on your mind?
 და კიდე რაღაცები გავუგზავნე.
გააჭირა რა საქმე
ეეჰ დამეკარგა ყველაფერი.


Samstag, 5. März 2011

რუსების ნაკვესები აფორიზმები კაცებზე

И как часто женщины метят бисером перед свиньями думая, что это мужчины! (Ася Гажаева)
ТЕБЕ НЕТ РАВНЫХ,ПОТОМУ ЧТО ТЫ НОЛЬ!!!!!!
(Мария Кошель)

Если встретишь верного мужа,попроси у него афтограф! (Неизвестный автор)
Эмансипация дает женщине одинаковое с мужчиной право ходить налево. (Илья Герчиков)
Кто знает женщин, жалеет мужчин; но тот, кто знает мужчин, готов извинить женщин. (Альбер Турнье)
Золото пробуют огнем, женщину - золотом, а мужчину - женщиной. (Сенека)
Сначала мужчина расстается с иллюзиями, затем с зубами, и, напоследок, - с безрассудством. (Хелен Роуленд)
жентльмен - это человек, который никогда не оскорбит ближнего без намерения. (Оскар Уайльд)
В настоящем мужчине скрыто дитя, которое хочет играть. (Фридрих Ницше) 
Петух, может быть, хорошо кукарекает, но яйца все-таки сносит курица. (Маргарет Тэтчер
Сильный, молчаливый мужчина слишком часто лишь потому молчалив, что ему нечего сказать. (Уинстон Черчилль)
Все мужики - сволочи. Кто не сволочи - с теми скучно. (NN 3 (Юмор)) 
Всем мужикам нужно одно, но по-разному.
Ботинки - лицо мужчины! А носки - его душа!!! (Алексей Калинин)
В жизни каждого мужчины наступает период, когда чистые носки проще купить. (Морин Мерфи) 
Все мужчины одинаковы, только зарплата у них разная. (М. Аршевский)
Если миром правят мужчины, то кто же тогда управляет войнами? 
Вы слишком хороший парень, если число женщин, желающих выйти за вас замуж, больше числа желающих с вами переспать..
алстук для мужчины - это социальный ошейник, без которого трудно ходить по коридорам власти. (Алишер Файз)



რუსების ნაკვესები ინტელექტუალური იუმორი


Однажды встретились идеальный мужчина и идеальная женщина. У них были идеальные свидания, а потом сыграли идеальную свадьбу. Эта идеальная пара ехала на своей идеальной машине в Новогоднюю ночь. Вдруг они увидели на обочине Деда Мороза с мешком, полным подарков, у которого сломалась машина. Не желая разочаровывать ожидающих подарков детишек, пара решила помочь развезти новогодние подарки. Они ехали втроем в машине и попали в аварию. Только один пассажир остался в живых. Кто же был этот пассажир? Выжила только идеальная женщина. Ведь только она существовала на самом деле. Ведь все знают, что не существует ни Деда Мороза, ни идеального мужчины.

Женщины! Стоп! Дальше не читайте! Шутка на этом заканчивается! Мужчины, продолжайте читать.

Значит, если не существует ни Деда Мороза, ни идеального мужчины, то машину вела женщина. Это объясняет причину аварии. Кстати, если вы женщина и вы все еще читаете эти строки, то это лишний раз доказывает, что женщины никогда никого не слушаю

Freitag, 4. März 2011

ცხვირის გაბუშტულობის კოეფიციენტი


ტელევიზორია ჩართული იმედზე. ლაპარაკობენ სილამაზეზე და კოსმეტიკურ ოპერაციებზე, ბოტოქსებზე და დაჭიმვებზე და რაღაცებზე. ფარულავა იძახის: ამის ოპერაცია თუ კეთდებაო -  ისვამს ცხვირზე ხელს - ცხვირისო, აი რომ შევიმცირო ცხვირის გაბუშტულობის კოეფიციენტიო. 

მამიკომ გამოიარა ამ ტელევიზორის წინ. აინტერესებს რა გადაცემაა და კითხულობს: 
 დოდოშკამ სპილო რო ჩატეხა ისაა? 

აქა ამბავი ზაზუნას სიბანძისა

                                               ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვა, ა-ცა-ტირდა.
                                                                             


                          ანუ პოვნა ზაზუნასგან ზაზუნისა 


გუშინ ზაზამ მგონი არაყი დალია თუ ღვინო თუ სპირტი თუ რაღაცა, მოკლედ ზაზუნამ იპოვა მის ლოგინზე დამჯდარი და არაყი თუ სპირტი თუ რაღაცა გადასხმული ჰქონდა და ეძინა დამჯდარს. ზაზუნა უყიროდა, ელაპარაკებოდა, ისე გადღურული მთვრალი იყო , რო ზაზუნამ  ვერაფერი ვერ გააგონა. მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა. ზაზუნამ გადააფარა მისი და ჩემი საბნები. მერე რიგ-რიგობით ხან თვითონ დახედავდა, ხან ზაზუნა და ხან მე. ხოდა მე რომ ავედი და დავხედე, ზაზუნა ეგდო მისი ლოგინის ქვეშ და ჩემი და ზაზუნას საბნები ძირს ეყარა. სინათლე რო ავანთე, შეიშმუშნა. ამ სიცივეში, თოვლში, გაციებულია და აცვია ნახევრად სველი შარვალი და მაიკა და აგდია ლოგინის ქვეშ. რა ვიცოდი  ეს ბანძი თუ დაკაცდა და მთვრალი იყო, ვეუბნები ისე, რომ არ გაბრაზდეს და შერცხვეს ასე რო ვნახე და ვეუბნები: უი, ძილში გადმოვარდნილხარ -მეთქი, ადგები თუ მოგეხმარო და აგაყენო-მეთქი.(რა გადმოვარდა, ლოგინის ქვეშ იყო შემძვრალი, იქ თუ შეგტენის ვინმე, თორე როგორ უნდა დაეცე ისე...) ეს ჩუმადაა. გაბრუებული იყო. ვერ ხვდებოდა რა ხდება. არ ახსოვდა არაფერი. (დღეს დილითაც არ ახსოვდა). სრულად მიხდოდა ცნობასა. მე ვუძახი, მოგეხმარო -მეთქი? კიო, მომეხმარეო. ყმა სახელ-დებით უყივის, ლამის სიტყვათა კრთობასა, ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა! ძლივს ავაყენე. შეგორდა ლოგინში,სადაა აგურიო იძახის, უფრო სწორად უნდა თქვას, მარა ამბობს სადაა უგარიო. დაწვა, სველი რაღაცები აცვია და ამ სიცივეში მარტო მაიკა... მოვძებნე რაღაც ტანსაცმელები და ქუდი და თბილი აგური.... ძლივს ჩაიცვა, ზმეიკა ვერ შეკრა და ასე შემდეგ.ჯერ არაფერი არ აუხსნია. 4 საათია და სახლში არაა. რო მოვა , რას იტყვის ნეტა. დღეს მესმოდა ძილ-ღვიძილში მაგის ხმა, რაღაცებს ბოდავდა , არ ახსოვდა არაფერი. ზაზუნამ თქვა , გავიგე ამბობდა, დებილი ვარ, დებილი ვარო.
რა იყო ახლა ეს კაცობა და დათრობა, არყის ბოთლიც ვერ ვიპოვეთ... სად იშოვა ნეტა. ათლიტრიანიდან გადმოასხა მგონი... დაკაცდა ახლა და სულ არ მომწონს ის ამბავი, რომ აწი პრობლემების გადაჭრას ასე შეეცდება. ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან. ვის სახმილი არა სწვავსა. ხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა.(ზაზუნამ თქვა , დავინახე დღეს ტიროდაო). ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. დელო ვ ტომ , ჩტო გუშინ ძაან უნდოდა კაი ყოფილიყო, კარგად მოქცეულიყო და ბევრ რამეზე შეიკავა თავი, რეებზეც ადრე ჩხუბობდა და ღრიალებდა და ახლა რომ თავი შეიკავა, ჯერ იტირა და მერე დალია ამ ბანძმა. თუ მიხვდება ნეტა ეხლა რამეს. ახლა თუ გაუგებს ზაზუნებს. და დედიკოს თუნდაც. ახლა ზაზუნა სახლში მოვიდა. ეს სადაა ნეტა. აქამდე სულ ასწრებდა ზაზუნას მოსვლას. 2ზე მაინც სახლში იყო ხოლმე ..... სადაა ეგ ბანძი . რცხვენია ნეტა? თუ სცხვენია??? რაარი რა. ეეე. გააჭირეს საქმე. აბა როგორ, მარხვა რო დაიწყო და თავშეკავება დაიწყო, უნდოდა ემეცადინა და კაი საქმეები გააკეთებინა და ცდილობდა კიდეც, არ იცის რომ რთულია? კი ცდილობდა კაი ყოფილიყო, მარა  როგორც ზაზუნა ამბობს, ფიასკო განიცადა. მითხარ უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან? არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

მწვანილი და მაწონი


პროლოგი

დედიკოს მაწონი მოაქვს ხოლმე ჩვენთვის. 4-5 ბოთლს მოიტანს ხოლმე სამსახურიდან რო მოდის. მამიკოს ბოდიში და - საბარგულში ანუ ბაგაჟნიკში დევს და მე ვიღებ ხოლმე ძირითადად. ნახევარლიტრიან ბანკებშია და რაღაც წვრილი რეზინა თავზე დადებულ თხელ ცელოფანს ამაგრებს. ეს ტექნიკა ოდესღაც მოუფიქრებია  მახვილგონიერ გონებას გონებაგამჭრიახ გამყიდველისას , რომელმაც იცოდა რომ ამ გაძვირებულ ცხოვრებაში ბოთლის სახურავი დასაკარგავი არაა (თუმცა როცა ეს მოიფიქრა, იმ გამყიდველის გონება რას წარმოიდგენდა დღევანდელ ინფლაციას და ძვირ  შაქარს და ძვირ სუნთქვას ). . .  იმ რეზინით მერე კიკინები კეთდება ჩემს თმებზე, რომელიც არ იზრდება... ვერ გავიგე რატო არ იზრდება. ნახევარი წელიწადია შევიჭერი და არ იზრდება. გააჭირა რა საქმე. ხოდა მაწონზე ვამბობდი. ამოვიღებ ამ ბოდიში და საბაგაჟნიკულიდან მაწვნის პარკს. მოწურწკურობს და მოწურწკურობს.

მერე ჩვენ ვჭამთ და დედიკო ბოთლებს რეცხავს, რო შემდეგ წასვლაზე კიდე მოგვიტანოს მაწონი.

*ახლა მეუბნება ეს დებილი, ჩვენი ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების სია ჩამოწერა, გახარებულ ხასიათზეა და დაფრინავს, გეგმებს აწყობს ხელფასიდან ოთხასი ლარიო ისაო წავიდა რო ჩამოწეროს, ესაო.  რო ჩამეფუშება გეგმებიო, ამ ფურცელს განახებ და გამიხარდებაო და იცინის. ჰა ჰა.
 უი ეს დებილი თურმე კომპიუტერში წერს მე მეგონა ფურცელზე წერდა. *

ბოლო წასვლაზე ბოთლები არ იყო გარეცხილი, ვეღარ ესწრებოდა და ერთი ბოთლი გამარეცხინა და წაიღო. მამიკოსთვის გამოუტანებია მერე მაწონი და მამიკოს დაავიწყდა ალბათ თქმა.



დედიკო მორიგე იყო გუშინ. ორის ოცი წუთია უკვე და ჯერაც არ მოსულა სახლში, სამყაროს დასალიერში დადიოდა და იმიტო. ხოდა მამიკომ ბორში დაახვედრეთო. ეგ კიდე მაგარი ამბავი იყო -  აღწერა „ინგრედიენტები“: კარტოფილი არისო, სტაფილო, კომბოსტოო. ჩვენ ვეუბნებით: ჭარხალი არააო. სადღაც მჟავეაო და მონახეთ და ის უქენითო. ჰა ჰა ჰა . კომბოსტოს მჟავეს გულისხმობდა... ხოდა, ვაკეთებთ რა ამ ბორშს და მწვანილი ვიცი რო პარკში უნდა იყოს სადღაც კომბოსტოს და სხვა რაღაცეების სიახლოვეს. ვიღებ პარკს. უეჭველი ესაა მწვანილის პარკი. თქვა: უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი.  შიგნით დევს კიდე პარკი, იმაში კი მწვანილი და მაწონი.არა ბატონო, ეს პარკი კი არა, ფაილია, ჩვეულებრივი, საკანცელარიო ფაილი, რაშიც მაგალითად მე უნივერსიტეტის ქსეროქსებს ვდებ ხოლმე. . დედიკო კი - მწვანილს და მაწონს. : ) ჰა ჰა ჰა. მაწონი ფაილში.
ხოდა მაგაზე გამახსენდა, ერთხელ ეკლესიის ეზოში გამოგვიჭირა ჩვენი გვარის დიდებულმა წარმომადგენელმა და გაგვთიშა, ხო იცი, ყველაფერზე ლაპარაკს  ერთად რო ახერხებს. ამბობს: ახლა მაღაზიაში მივდივარ, შაქარი და თოხი უნდა ვიყიდოო. ჰა ჰა ჰა. შაქარი და თოხი მაგარი იყო. ხოდა ეს მწვანილი და მაწონიც ხო მაგარია, თანაც ფაილში.

ჰა ჰა.


მეორე ნაწილი
(ანუ წინა პირველი იყო)

მწერალი
მწერალი და პოეტი

პროლოგი

მამიკო: განათლების კუთხით; ამ კუთხით; იმ კუთხით; ამ საკითხში; იმ საკითხში; კუთხე. კუთხე. კუთხე. კუთხით. კუთხით. კუთხით.

ჩვენი გვარის დიადი წარმომადგენელი: არა, პროცესები მიდის, მე უკვე ვატყობ, პროცესები მიდის უკვე, ოღონდ უფრო აღმავალი ხაზით.

ხაზით. ხაზით. ხაზით.

დიჯეი: ხა,ხა, ხახა, ხაზით, ხახახაზით. ხა-ხა-ხა ხაზით. შკ შკ - ხაზით. ხხ ხაზით. შკ შკ.

რეჟისორი: მზად ვართ? ვიწყებთ გადაღებას , დუბლი პირველი: სცენა შემდეგი, მოქმედება შემდეგი, გამოსვლა შემდეგი: ზაზუნა რეცხავს ბოდიში და - კრანთან მწვანილს. იგივენი და მეორე ზაზუნა. შემოდის ზაზუნა...

პროლოგის დასასრული
ხოდა ამ ვიშეპერეჩისლენ თუ  ზემომოყვანილ მწვანილს ვრეცხავდი რო ზაზუნა მეუბნება: აუ მაგრად ჩავიიმასვქენი გაციების საკითხშიო. (იძახის გავცივდიო თუ ვირუსიაო, ზაზუნას აბრალებს - იმან გადამდოო, მაგან იცის მასეო, წავა, იშოვის სადღაც ვირუსს და გადამდებს მე და მერე მე სხვებს გადავდებო. კისერში მიჭერსო და ცხვირშიო. ჭამს და იძახის: ახლა არ მიჭერს და რო ვჩერდები მიჭერსო. ხა ხა. რო ვჩერდებიო - ანუ როცა არ ჭამს- მიჭერსო. ზაზუნა ჭამაში შვებას პოულობს ხა ხა ხა) ხოდა. იძახის მაგრად ჩავიიმასავქენი გაციების საკითხშიო.* კაი წავედი ბორშის მისაყოლებელი უნდა გამოვაცხო. ზაზუნა მეუბნება: ოღონდ გამოაცხვე და თუ გინდა , წამოგყვები რო მარტო არ იყო და ლაპარაკით შეგიჭამ ტვინსო. გმადლობთ. თვითონ იმიტო არ აცხობს, რო არ უნდა თავისი ვირუსიანხელებიანი საჭმელი ვჭამოთ. კაი წავედი. *
ხო, ვაგრძელებ, მოვედი. ხო, იმაზე ვიყავით, მაგრად ჩავაიმასვქენი გაციების საკითხშიო. მე ვუთხარი: საკითხში თუ გაციების კუთხით-მეთქი, თუ გაციების ხაზით-მეთქი. ხა-ხა. ხოდა იმან: ხო, ხო ხუთხითო. უნდოდა ეთქვა კუთხითო და თან ხაზით უნდოდა ეთქვა და გამოუვიდა ხ(აზით)უთხითო. : ) ხოდა მაგაზე გამახსენდა გალაქტიონის ლექსი სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში. ეტყობა რაღაცა შემთხვევით შეამჩნია, რომ სილაჟვარდე და სილაშივარდი ჰგავნან ჟღერადობით, უცებ ჩააქსოვა თავისი დარდები და გამოაცხო ლექსი. მასე შვება ზუსტად ჩვენი გვარის დიადი წარმომადგენელი - დაინახავს ოთხ ვაშლს და განიცდის, უი ჩვენ ოთხი და ვართო და წერს ლექსებს, მაგრამ მაგისთვის ცნობილი არ გამხდარა. . . მაგარია ეს პოეტობა რაა. მწერლობა ხო საერთოდ - რითმაზე წვალება არ დაგჭირდება, მარა მწერალობა მაშინაა კაი, როცა სხვა რაღაცასაც აკეთებ. ბოლოს და ბოლოს დასაწერი გექნება. და თუ სულ წერ, რაღა გექნება დასაწერი? რაც ერთ დროს ნახე? ხო გამოილევა მერე ის ნანახი ერთ მშვენიერ დღეს. მერე კი მოუწევს იმ მწერალს მარტო წერის პროცესის და ამ პროცესის დროს მისი განცდების აღწერა. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა, რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა და ასე შემდეგ. არა ქმნას სიტყვა მცირობა.
არადა ეს ტაბიძე ძაან მოსწონთ რა. მალე რუსთველოლოგიის არ იყოს, შეიქმნება ( თუ უკვე არაა შექმნილი) ტაბიძოლოგია  - გალაკტიონოლოგია არა, იმიტო რო ლიტერატურათმცოდნეები და მწერლები და ტამუ პადობნეები და მისთანანი დაკლავენ ერთმანეთს : არა გალაკტიონოლოგიაა და არა გალაქტიონოლოგიაო. ხოდა სო ვრემენემ სკოლაში ხსნის მასწავლებელი გაკვეთილს: ტიციანოლოგია არის ტაბიძოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის... უპს, ჩვენ - ბოდიში. მასწავლებელი კი არ უხსნის, მოსწავლე კითხულობს თავისი ვარდისფერი კომპიუტერის დისპლეიზე, თუ გოგოა და ცისფერი კომპიუტერის ეკრანზე - თუ ბიჭია. და მასწავლებელი რას შვება ნეტა ამ დროს? თუ არსებობს საერთოდ იგი... მასწავლებელი ალბათ კომენტარებს დებს? თუ არა. რა ვიცი მე.



ეპილოგი

გუშინ რომ ჩაიში ჩუმად ჩაყრილი ( ჩემი ჩუმი ჩანაფიქრი) ძვირიანი შაქრის მოსარევად მარილის კოლოფიდან ამოვიღე კოვზი (და დღეს რომ მარილის ამოღება დამჭირდა და კოლოფში კოვზი არ იყო) რა მეგონა?

Donnerstag, 3. März 2011

OXYMORON


სიცოცხლით დაღლილი კაცის საუბარი საკუთარ სულთან
I
შეხედე, როგორ ამყრალებულა ჩემი სახელი,
შეხედე, უფრო მეტად ყარს, ვიდრე
ზაფხულის ხვატში ფრინველის სკორე.
შეხედე, როგორ ამყრალებულა ჩემი სახელი,
შეხედე, უფრო მეტად ყარს, ვიდრე
რეწვის დღეებში თევზის ნადავლი მხურვალე ცის ქვეშ.
შეხედე, როგორ ამყრალებულა ჩემი სახელი,
შეხედე, უფრო მეტად ყარს, ვიდრე იხვების სკინტი,
ვიდრე ლელქაში, წყლის ფრინველებით გადავსებული.
შეხედე, როგორ ამყრალებულა ჩემი სახელი,
შეხედე, თევზზე უფრო მეტად ყარს,
ჭაობიან ტბორებზე მეტად, სადაც თევზებს ეტანებიან.
შეხედე, როგორ ამყრალებულა ჩემი სახელი,
შეხედე, უკვე ნიანგების განავალზე უფრო მეტად ყარს,
ნიანგებით სავსე მდინარის მარჩხობზე მეტად.
შეხედე, როგორ ამყრალებულა ჩემი სახელი,
შეხედე, ქალის სახელზე მეტად,
რომელზეც მისი ქმრის გასაგონად ხმებს ავრცელებენ.
შეხედე, როგორ ამყრალებულა ჩემი სახელი,
შეხედე, უფრო მეტად, ვიდრე ყიამყრალი ბავშვის სახელი,
რომელზეც ასე იტყვიან ხოლმე: მამამისს სძულსო.
შეხედე, როგორ ამყრალებულა ჩემი სახელი,
შეხედე, იგი იმ ქვეშევრდომთა სახელებზე უფრო მეტად ყარს,
ამბოხებას რომ უმზადებენ თავის ხელმწიფეს.

II
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
ძმები ბოროტს გადაუძალავს,
მეგობრებს კი სიყვარული არ შეუძლიათ.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
გულებს სიხარბე დაუფლებია,
სარჩოს სტაცებს მოყვასი მოყვასს.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
გულითადობა გამქრალია,
ირგვლივ ყველგან უტიფრობა გამეფებულა.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
ბოროტს იქმან და კმაყოფილი არიან ამით,
ხოლო სიკეთეს ფეხქვეშ თელავენ.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
ის, ვისი ქცევაც აღშფოთებას უნდა იწვევდეს,
ბოროტი ქცევით სიცილს ჰგვრის ყველას.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
ყაჩაღობა მთავარ საქმედ გადაქცეულა,
ამხანაგი ამხანაგს ძარცვავს.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
ბოროტმოქმედს ენდობა ყველა,
ძმა კი, ყოველდღე რომ ხედავენ, მტრად მიაჩნიათ.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
ძველი სიკეთე არავის ახსოვს,
არ ეხმარება იგი იმას, ვინც მას ერთ დროს ეხმარებოდა.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
ძმები ბოროტს გადაუძალავს,
ცდილობენ ვინმე უცხოს ნდობა დაიმსახურონ.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
ცარიელი სახე აქვს ყველას,
საკუთარ ძმას ყველა ზურგს აქცევს.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
ყოველი გული უძღებია,
არავინაა, ვისი გულიც შეიძლება ნდობას იწვევდეს.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
აღარ არსებობს სამართალი,
ქვეყანა კი სამართავად დარჩენიათ ბოროტმოქმედებს.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
აღარავინ ენდობა მოყვასს,
უცხოს მიმართავს საჩივრით ყველა.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
უკვე არავის უხარია,
არავინ არის ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგომი.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
ნაკლული ნდობა –
აი, ჩემი სადარდებელი.
ვის გავანდო ამ ჩვენს დროში გულისნადები?
სიყალბეა ჩემი ქვეყნის ბატონ-პატრონი,
ამ სიყალბეს ბოლო არ უჩანს.

III
დღეს სიკვდილია ჩემი სტუმარი,
როგორც ტანჯულის სულისმოთქმა,
როგორც მძიმე ავადმყოფის გამოკეთება.
დღეს სიკვდილია ჩემი სტუმარი,
როგორც მურის ნელსურნელება,
როგორც საამო ქარით მონაბერ ჩეროში ჯდომა.
დღეს სიკვდილია ჩემი სტუმარი,
როგორც ლოტოსის სურნელება,
როგორც სიმთვრალის ნაპირთან ჯდომა.
დღეს სიკვდილია ჩემი სტუმარი,
როგორც ბილიკი გაკვალული,
დამთავრებული ომის მერე როგორც მებრძოლის შინდაბრუნება.
დღეს სიკვდილია ჩემი სტუმარი,
როგორც ზეცის გადაკარება,
როგორც იმის აღმოჩენა, რაც მანამდე უცნობი იყო.
დღეს სიკვდილია ჩემი სტუმარი,
როგორც სახლის მონატრება იმ კაცის მიერ,
მრავალი წელი საპყრობილეში რომელმაც დაჰყო.

IV
ჭეშმარიტად, ის გახდება ცოცხალი ღმერთი,
ვინც უკეთური საქმეებისთვის ბოროტმოქმედს სასჯელს მიუზღავს.
ჭეშმარიტად, ის ჩადგება მზის კარჭაპში,
მზისგან ნაბოძებს ვინც ტაძრებისთვის არ დაინანებს.
ჭეშმარიტად, ბრძენი გახდება,
ვისაც ვერავინ დააბრკოლებს, რე-ს შესთხოვდეს, როცა მეტყველებს.

კოლოფონი: ყველაფერი ისეა, დასაწყისიდან დასასრულამდე, როგორც აქ წერია.

Mittwoch, 2. März 2011

ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.




ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა;
ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
თქვა: „ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა“.


                              * * *
მე ვარ ბარნი პატარების მეგობარი
 მარცვლეულის ქვეყნიდან მოსული
ის სავსეა გემრიელი რძით და საოცარი შოკოლადით
სიმართლე გითხრათ მეც მიყვარს ბარნი


                            * * *
„თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?
მართლად უთქვამს მეცნიერთა: „წყენააო ჭირთა ბადე“;
ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლო გაიცადე,
აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე“.

                                  * * * 
კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.

                                    * * * 
ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს;
მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.
მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი.
კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი.
აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი,
მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.


                            * * *
ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს,
მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს,
იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,
ბროლ-ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

                                  * * *
ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;
იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა;
სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა;
ავთანდილ იტყვის: „მომკლაო სოფლისა მე სამსალამა“.


ჰელოუ მარკ, ჰავ არ იუ?

ჰელოუ მარკ, ჩვენთან თოვლი ისევ მოვიდა, ვინ დაპატიჟა? გუშინ თითქმის არც უწვიმია და საერთოდ არ ველოდით, დილით დაგვხვდა. მამიკოს რომ  ვკითხე, ვინ გამოიძახა თოვლი მეთქი, დაიჯუჯღუნა - არ მოეწონა თოვლი რომ მოვიდა.
აუ როგორ მინდა ყოველდღე რო სამშაბათი იყოს რა, თქვენთან ერთად მიყვარს ყოფნა და იმიტო - ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს რეკლამაა.  _ აუ, როგორ მინდა კვირაში სამშაბათ დღე საერთოდ არ იყოს,  შენი სიბანძის ყურება არ მიყვარს და იმიტო. გუშინ მეორედ გაუშვეს ის გადაცემა, ეგვიპტეში რომ იყვნენ ნანუკა ბანძი და ის ბანძები. დოდოშკამ რომ აქლემი გააბრტყელა. :) ჯავახიშვილმა თქვა თავის  შოუში, ახლაც ვიწვები იმ აქლემის ცოდვით, დოდოშკა რო იჯდა ზედო. ახლა მექსიკაში ყოფილა ბანძი ნანუკა და სულ "გრეიტ, გრეიტ" იძახა, უფროსწორად "გვრეეეიიიიტ" . და დააღო პირი.

ხო, მეტი რა გინდა მარკ.
გილოცავ დედის დღეს. 

Freitag, 25. Februar 2011

.

ომის დროს რა ჯობიაო და - რაც ხელში მოგხვდებაო.

Donnerstag, 24. Februar 2011

English Short Stories Level 02 Story 07

Camilla lives in a big apartment.

Angela lives in a hot apartment.

Tom lives in a cold apartment.

Camilla lives in a red apartment.

Angela lives in a pink apartment.

Tom lives in a grey apartment.


Camilla has a big pen.
Angela has a black pen.

Tom has an old pen.


Camilla has a red bag.
Camilla's bag is old.

Angela has a pink bag.

Angela's bag is not old.

Tom has a black bag.

Tom's bag is not old.



Tom is hot
Tom wants a fan
Camilla's fan is grey and old.


Tom is not cold.

Tom is still hot.


Camilla brings a red fan.

Tom is happy. Now he is not hot.

English Short Stories Level 02 Story 06

Angela and Tom are hungry.

Camilla has eggs.
Camilla has figs.
Angela wants an egg.

Tom wants a fig.

Angela and Tom want to drink.

Camilla has a jug.
Camilla has mugs.
Camilla brings mugs, a jug, a fig and an egg.

Camilla has six buns.
Angela wants a bun.

Tom wants a bun.

Camilla brings the buns.

Camilla has nuts.
Angela wants nuts.

Tom wants nuts.

Camilla brings the nuts.
Camilla has gum.

Angela wants gum.

Tom wants gum.

Camilla brings gum.


Camilla gives gum to Angela.

Camilla gives gum to Tom.

Angela and Tom are happy.


Camilla is hungry.

Angela and Tom help Camilla.


Camilla wants a can.

Angela gets a can.


Camilla wants a cup.

Tom gets a cup.


Camilla wants eggs.

Angela gets the eggs.


Camilla wants a bun.

Tom gets a bun.


Camilla is happy.

www.really-learn-english.com

English Short Stories Level 02 Story 05

Angela and Tom live in Texas.

Angela's sister, Camilla, lives in Texas.

Angela and Tom are happy.

Camilla is happy.


Camilla sits by Angela.

Angela sits by Tom.

Angela and Tom want to play.

Angela and Tom go to the yard.
Angela and Tom jump and yell.

Angela and Tom sing and run.

Angela and Tom are happy.

Angela and Tom stop.
Angela and Tom are hungry. 

English Short Stories Level 02 Story 04

Angela and Tom travel to Texas.

Angela and Tom study in Texas.

Angela's sister, Camilla, lives in Texas.

Angela and Tom ring Angela's sister, Camilla.

Angela and Tom ask Camilla to send a cab
Angela's sister sends a cab.

The cab brings Angela and Tom to Camilla.

Camilla lives in Texas.
Camilla hugs Angela, and Camilla hugs Tom.

Camilla is happy.

Angela and Tom are happy.

English Short Stories Level 02 Story 03

www.really-learn-english.com

Sky, sky, sky

Angela and Tom fly.

Angela and Tom fly in a jet.

Angela and Tom travel to Texas.

Angela and Tom hold a map.

Angela and Tom try to spot Texas on the map.

Angela and Tom sing:

"Texas, Texas, Texas! No stops to Texas!"

English Short Stories Level 02 Story 02

Angela and Tom sit.

Tom brings a big bag.
Angela brings a small bag.

Tom brings a black hat.

Angela brings a pink hat.

Tom brings an old map.
Angela brings a big map.

Tom brings a net.

Angela brings a big net.

Angela and Tom bring many things.
Tom brings a jug.

Angela brings mugs.

Tom and Angela drink.

English Short Stories Level 01 Story 01

www.really-learn-english.com

A bed
A pen
A hen


A red bed

A red pen

A red hen


A wet bed

A wet pen

A wet hen

A box
A dog
A fox


A red box

A red dog

A red fox


A wet box

A wet dog

A wet fox


A bag
A can
A hat


A red bag

A red can

A red hat


A wet bag

A wet can

A wet hat



A pig




A big pig

A big bed

A big dog

A big bag


A big can

A big hat

A big box


A big fox

A big pen

A big hen



A big sun
A big jug
A big mug

A big red mug

A big wet jug

A big red fox

A big red box



A bed


Six beds

Seven beds

Ten beds


A pen


Six pens

Seven pens

Ten pens


A hen


Six hens

Seven hens

Ten hens



A dog


Six dogs

Seven dogs

Ten dogs



A bag



Six bags

Seven bags

Ten bags



A can

Six cans

Seven cans

Ten cans


A hat



Six hats

Seven hats

Ten hats




A pig



Six pigs

Seven pigs

Ten pigs



A sun

Six suns

Seven suns

Ten suns



A jug

Six jugs

Seven jugs

Ten jugs



A mug

Six mugs

Seven mugs

Ten mugs


A box



Six boxes

Seven boxes

Ten boxes



A fox


Six foxes

Seven foxes

Ten foxes


Six hens

Ten pens

Seven cans

A pig


Ten mugs

Seven jugs

Six boxes

A sun


Seven big dogs

Six wet bags

Ten red cans

A big hat


Ten red hens

Seven big pens

Six big wet red boxes

Ten big wet red foxes


THE END