პროლოგი
დედიკოს მაწონი მოაქვს ხოლმე ჩვენთვის. 4-5 ბოთლს მოიტანს ხოლმე სამსახურიდან რო მოდის. მამიკოს ბოდიში და - საბარგულში ანუ ბაგაჟნიკში დევს და მე ვიღებ ხოლმე ძირითადად. ნახევარლიტრიან ბანკებშია და რაღაც წვრილი რეზინა თავზე დადებულ თხელ ცელოფანს ამაგრებს. ეს ტექნიკა ოდესღაც მოუფიქრებია მახვილგონიერ გონებას გონებაგამჭრიახ გამყიდველისას , რომელმაც იცოდა რომ ამ გაძვირებულ ცხოვრებაში ბოთლის სახურავი დასაკარგავი არაა (თუმცა როცა ეს მოიფიქრა, იმ გამყიდველის გონება რას წარმოიდგენდა დღევანდელ ინფლაციას და ძვირ შაქარს და ძვირ სუნთქვას ). . . იმ რეზინით მერე კიკინები კეთდება ჩემს თმებზე, რომელიც არ იზრდება... ვერ გავიგე რატო არ იზრდება. ნახევარი წელიწადია შევიჭერი და არ იზრდება. გააჭირა რა საქმე. ხოდა მაწონზე ვამბობდი. ამოვიღებ ამ ბოდიში და საბაგაჟნიკულიდან მაწვნის პარკს. მოწურწკურობს და მოწურწკურობს.
მერე ჩვენ ვჭამთ და დედიკო ბოთლებს რეცხავს, რო შემდეგ წასვლაზე კიდე მოგვიტანოს მაწონი.
*ახლა მეუბნება ეს დებილი, ჩვენი ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების სია ჩამოწერა, გახარებულ ხასიათზეა და დაფრინავს, გეგმებს აწყობს ხელფასიდან ოთხასი ლარიო ისაო წავიდა რო ჩამოწეროს, ესაო. რო ჩამეფუშება გეგმებიო, ამ ფურცელს განახებ და გამიხარდებაო და იცინის. ჰა ჰა.
უი ეს დებილი თურმე კომპიუტერში წერს მე მეგონა ფურცელზე წერდა. *
ბოლო წასვლაზე ბოთლები არ იყო გარეცხილი, ვეღარ ესწრებოდა და ერთი ბოთლი გამარეცხინა და წაიღო. მამიკოსთვის გამოუტანებია მერე მაწონი და მამიკოს დაავიწყდა ალბათ თქმა.
დედიკო მორიგე იყო გუშინ. ორის ოცი წუთია უკვე და ჯერაც არ მოსულა სახლში, სამყაროს დასალიერში დადიოდა და იმიტო. ხოდა მამიკომ ბორში დაახვედრეთო. ეგ კიდე მაგარი ამბავი იყო - აღწერა „ინგრედიენტები“: კარტოფილი არისო, სტაფილო, კომბოსტოო. ჩვენ ვეუბნებით: ჭარხალი არააო. სადღაც მჟავეაო და მონახეთ და ის უქენითო. ჰა ჰა ჰა . კომბოსტოს მჟავეს გულისხმობდა... ხოდა, ვაკეთებთ რა ამ ბორშს და მწვანილი ვიცი რო პარკში უნდა იყოს სადღაც კომბოსტოს და სხვა რაღაცეების სიახლოვეს. ვიღებ პარკს. უეჭველი ესაა მწვანილის პარკი. თქვა: უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი. შიგნით დევს კიდე პარკი, იმაში კი მწვანილი და მაწონი.არა ბატონო, ეს პარკი კი არა, ფაილია, ჩვეულებრივი, საკანცელარიო ფაილი, რაშიც მაგალითად მე უნივერსიტეტის ქსეროქსებს ვდებ ხოლმე. . დედიკო კი - მწვანილს და მაწონს. : ) ჰა ჰა ჰა. მაწონი ფაილში.
ხოდა მაგაზე გამახსენდა, ერთხელ ეკლესიის ეზოში გამოგვიჭირა ჩვენი გვარის დიდებულმა წარმომადგენელმა და გაგვთიშა, ხო იცი, ყველაფერზე ლაპარაკს ერთად რო ახერხებს. ამბობს: ახლა მაღაზიაში მივდივარ, შაქარი და თოხი უნდა ვიყიდოო. ჰა ჰა ჰა. შაქარი და თოხი მაგარი იყო. ხოდა ეს მწვანილი და მაწონიც ხო მაგარია, თანაც ფაილში.
ჰა ჰა.
მეორე ნაწილი
(ანუ წინა პირველი იყო)
მწერალი
მწერალი და პოეტი
პროლოგი
მამიკო: განათლების კუთხით; ამ კუთხით; იმ კუთხით; ამ საკითხში; იმ საკითხში; კუთხე. კუთხე. კუთხე. კუთხით. კუთხით. კუთხით.
ჩვენი გვარის დიადი წარმომადგენელი: არა, პროცესები მიდის, მე უკვე ვატყობ, პროცესები მიდის უკვე, ოღონდ უფრო აღმავალი ხაზით.
ხაზით. ხაზით. ხაზით.
დიჯეი: ხა,ხა, ხახა, ხაზით, ხახახაზით. ხა-ხა-ხა ხაზით. შკ შკ - ხაზით. ხხ ხაზით. შკ შკ.
რეჟისორი: მზად ვართ? ვიწყებთ გადაღებას , დუბლი პირველი: სცენა შემდეგი, მოქმედება შემდეგი, გამოსვლა შემდეგი: ზაზუნა რეცხავს ბოდიში და - კრანთან მწვანილს. იგივენი და მეორე ზაზუნა. შემოდის ზაზუნა...
პროლოგის დასასრული
ხოდა ამ ვიშეპერეჩისლენ თუ ზემომოყვანილ მწვანილს ვრეცხავდი რო ზაზუნა მეუბნება: აუ მაგრად ჩავიიმასვქენი გაციების საკითხშიო. (იძახის გავცივდიო თუ ვირუსიაო, ზაზუნას აბრალებს - იმან გადამდოო, მაგან იცის მასეო, წავა, იშოვის სადღაც ვირუსს და გადამდებს მე და მერე მე სხვებს გადავდებო. კისერში მიჭერსო და ცხვირშიო. ჭამს და იძახის: ახლა არ მიჭერს და რო ვჩერდები მიჭერსო. ხა ხა. რო ვჩერდებიო - ანუ როცა არ ჭამს- მიჭერსო. ზაზუნა ჭამაში შვებას პოულობს ხა ხა ხა) ხოდა. იძახის მაგრად ჩავიიმასავქენი გაციების საკითხშიო.* კაი წავედი ბორშის მისაყოლებელი უნდა გამოვაცხო. ზაზუნა მეუბნება: ოღონდ გამოაცხვე და თუ გინდა , წამოგყვები რო მარტო არ იყო და ლაპარაკით შეგიჭამ ტვინსო. გმადლობთ. თვითონ იმიტო არ აცხობს, რო არ უნდა თავისი ვირუსიანხელებიანი საჭმელი ვჭამოთ. კაი წავედი. *
ხო, ვაგრძელებ, მოვედი. ხო, იმაზე ვიყავით, მაგრად ჩავაიმასვქენი გაციების საკითხშიო. მე ვუთხარი: საკითხში თუ გაციების კუთხით-მეთქი, თუ გაციების ხაზით-მეთქი. ხა-ხა. ხოდა იმან: ხო, ხო ხუთხითო. უნდოდა ეთქვა კუთხითო და თან ხაზით უნდოდა ეთქვა და გამოუვიდა ხ(აზით)უთხითო. : ) ხოდა მაგაზე გამახსენდა გალაქტიონის ლექსი სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში. ეტყობა რაღაცა შემთხვევით შეამჩნია, რომ სილაჟვარდე და სილაშივარდი ჰგავნან ჟღერადობით, უცებ ჩააქსოვა თავისი დარდები და გამოაცხო ლექსი. მასე შვება ზუსტად ჩვენი გვარის დიადი წარმომადგენელი - დაინახავს ოთხ ვაშლს და განიცდის, უი ჩვენ ოთხი და ვართო და წერს ლექსებს, მაგრამ მაგისთვის ცნობილი არ გამხდარა. . . მაგარია ეს პოეტობა რაა. მწერლობა ხო საერთოდ - რითმაზე წვალება არ დაგჭირდება, მარა მწერალობა მაშინაა კაი, როცა სხვა რაღაცასაც აკეთებ. ბოლოს და ბოლოს დასაწერი გექნება. და თუ სულ წერ, რაღა გექნება დასაწერი? რაც ერთ დროს ნახე? ხო გამოილევა მერე ის ნანახი ერთ მშვენიერ დღეს. მერე კი მოუწევს იმ მწერალს მარტო წერის პროცესის და ამ პროცესის დროს მისი განცდების აღწერა. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა, რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა და ასე შემდეგ. არა ქმნას სიტყვა მცირობა.
არადა ეს ტაბიძე ძაან მოსწონთ რა. მალე რუსთველოლოგიის არ იყოს, შეიქმნება ( თუ უკვე არაა შექმნილი) ტაბიძოლოგია - გალაკტიონოლოგია არა, იმიტო რო ლიტერატურათმცოდნეები და მწერლები და ტამუ პადობნეები და მისთანანი დაკლავენ ერთმანეთს : არა გალაკტიონოლოგიაა და არა გალაქტიონოლოგიაო. ხოდა სო ვრემენემ სკოლაში ხსნის მასწავლებელი გაკვეთილს: ტიციანოლოგია არის ტაბიძოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის... უპს, ჩვენ - ბოდიში. მასწავლებელი კი არ უხსნის, მოსწავლე კითხულობს თავისი ვარდისფერი კომპიუტერის დისპლეიზე, თუ გოგოა და ცისფერი კომპიუტერის ეკრანზე - თუ ბიჭია. და მასწავლებელი რას შვება ნეტა ამ დროს? თუ არსებობს საერთოდ იგი... მასწავლებელი ალბათ კომენტარებს დებს? თუ არა. რა ვიცი მე.
ეპილოგი
გუშინ რომ ჩაიში ჩუმად ჩაყრილი ( ჩემი ჩუმი ჩანაფიქრი) ძვირიანი შაქრის მოსარევად მარილის კოლოფიდან ამოვიღე კოვზი (და დღეს რომ მარილის ამოღება დამჭირდა და კოლოფში კოვზი არ იყო) რა მეგონა?
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen