Freitag, 4. März 2011

აქა ამბავი ზაზუნას სიბანძისა

                                               ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვა, ა-ცა-ტირდა.
                                                                             


                          ანუ პოვნა ზაზუნასგან ზაზუნისა 


უშინ ზაზამ მგონი არაყი დალია თუ ღვინო თუ სპირტი თუ რაღაცა, მოკლედ ზაზუნამ იპოვა მის ლოგინზე დამჯდარი და არაყი თუ სპირტი თუ რაღაცა გადასხმული ჰქონდა და ეძინა დამჯდარს. ზაზუნა უყიროდა, ელაპარაკებოდა, ისე გადღურული მთვრალი იყო , რო ზაზუნამ  ვერაფერი ვერ გააგონა. მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა. ზაზუნამ გადააფარა მისი და ჩემი საბნები. მერე რიგ-რიგობით ხან თვითონ დახედავდა, ხან ზაზუნა და ხან მე. ხოდა მე რომ ავედი და დავხედე, ზაზუნა ეგდო მისი ლოგინის ქვეშ და ჩემი და ზაზუნას საბნები ძირს ეყარა. სინათლე რო ავანთე, შეიშმუშნა. ამ სიცივეში, თოვლში, გაციებულია და აცვია ნახევრად სველი შარვალი და მაიკა და აგდია ლოგინის ქვეშ. რა ვიცოდი  ეს ბანძი თუ დაკაცდა და მთვრალი იყო, ვეუბნები ისე, რომ არ გაბრაზდეს და შერცხვეს ასე რო ვნახე და ვეუბნები: უი, ძილში გადმოვარდნილხარ -მეთქი, ადგები თუ მოგეხმარო და აგაყენო-მეთქი.(რა გადმოვარდა, ლოგინის ქვეშ იყო შემძვრალი, იქ თუ შეგტენის ვინმე, თორე როგორ უნდა დაეცე ისე...) ეს ჩუმადაა. გაბრუებული იყო. ვერ ხვდებოდა რა ხდება. არ ახსოვდა არაფერი. (დღეს დილითაც არ ახსოვდა). სრულად მიხდოდა ცნობასა. მე ვუძახი, მოგეხმარო -მეთქი? კიო, მომეხმარეო. ყმა სახელ-დებით უყივის, ლამის სიტყვათა კრთობასა, ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა! ძლივს ავაყენე. შეგორდა ლოგინში,სადაა აგურიო იძახის, უფრო სწორად უნდა თქვას, მარა ამბობს სადაა უგარიო. დაწვა, სველი რაღაცები აცვია და ამ სიცივეში მარტო მაიკა... მოვძებნე რაღაც ტანსაცმელები და ქუდი და თბილი აგური.... ძლივს ჩაიცვა, ზმეიკა ვერ შეკრა და ასე შემდეგ.ჯერ არაფერი არ აუხსნია. 4 საათია და სახლში არაა. რო მოვა , რას იტყვის ნეტა. დღეს მესმოდა ძილ-ღვიძილში მაგის ხმა, რაღაცებს ბოდავდა , არ ახსოვდა არაფერი. ზაზუნამ თქვა , გავიგე ამბობდა, დებილი ვარ, დებილი ვარო.
რა იყო ახლა ეს კაცობა და დათრობა, არყის ბოთლიც ვერ ვიპოვეთ... სად იშოვა ნეტა. ათლიტრიანიდან გადმოასხა მგონი... დაკაცდა ახლა და სულ არ მომწონს ის ამბავი, რომ აწი პრობლემების გადაჭრას ასე შეეცდება. ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან. ვის სახმილი არა სწვავსა. ხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა.(ზაზუნამ თქვა , დავინახე დღეს ტიროდაო). ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. დელო ვ ტომ , ჩტო გუშინ ძაან უნდოდა კაი ყოფილიყო, კარგად მოქცეულიყო და ბევრ რამეზე შეიკავა თავი, რეებზეც ადრე ჩხუბობდა და ღრიალებდა და ახლა რომ თავი შეიკავა, ჯერ იტირა და მერე დალია ამ ბანძმა. თუ მიხვდება ნეტა ეხლა რამეს. ახლა თუ გაუგებს ზაზუნებს. და დედიკოს თუნდაც. ახლა ზაზუნა სახლში მოვიდა. ეს სადაა ნეტა. აქამდე სულ ასწრებდა ზაზუნას მოსვლას. 2ზე მაინც სახლში იყო ხოლმე ..... სადაა ეგ ბანძი . რცხვენია ნეტა? თუ სცხვენია??? რაარი რა. ეეე. გააჭირეს საქმე. აბა როგორ, მარხვა რო დაიწყო და თავშეკავება დაიწყო, უნდოდა ემეცადინა და კაი საქმეები გააკეთებინა და ცდილობდა კიდეც, არ იცის რომ რთულია? კი ცდილობდა კაი ყოფილიყო, მარა  როგორც ზაზუნა ამბობს, ფიასკო განიცადა. მითხარ უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან? არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen